Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 68-ე ადგილზეა ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში


2019 წელს საქართველო ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის (T&T) ​რეიტინგში 68-ე ადგილზეა მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის. ასეთი შედეგი აჩვენა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაკვეთით ჩატარებულმა, ჩაღმავებულმა ანალიზმა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

2019 წლის ანგარიშის პრეამბულაში ნათქვამია, რომ მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი თავს უყრის ტურიზმის და მოგზაურობის დარგის ლიდერებს, რომლებიც ადგენენ კონკურენტუნარიანობის ინდექსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 10 ბალიანი სისტემით ზომავენ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობას, რაც ტურიზმისა და მოგზაურობის მყარ განვითარებას უზრუნველყოფს და, თავის მხრივ, ხელს უწობს ქვეყნის კონკურენტულობას და განვითარებას.

ქვეყნის საბოლოო რეიტინგი დგება ბიზნეს-გარემოს, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომის ბაზრის, საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციების, ტურისტული ინფრასტრუქტურის და სხვა, სულ 14 კომპონენტების მხრივ არსებული ვითარების შეფასებით.

ანგარიშში საქართველო გაერთიანებულია ქვეჯგუფში, ევროპა და ევრაზია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო 68-ე ადგილზეა, მას სულ სამი ბალით ჩამორჩება მეზობელი აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი ქვეყანა, სომხეთი 78 - ადგილზეა. საქართველოს ჩამორჩება ასევე უკრაინა, რომელიც 79-ე ადგილზეა, სამაგიეროდ რეიტინგში საკმაოდ არის დაწინაურებულია რუსეთი - 39-ე ადგილით.

ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის მხრივ მსოფლიო რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 1 . ესპანეთი, 2. საფრანგეთი, 3.გერმანია, 4.იაპონია და 5. აშშ-ი

ქვეთავში „ტურიზმი და მოგზაურობა გარდამტეხ მომენტში“ , ანგარიშის შედეგები მიუთითებს მთელ მსოფლიოში დარგის მნიშვნელოვან წინსვლასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე იმ ფონზე, როდესაც უფრო ნელი ტემპით ხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის მდგრადი მართვის პრაქტიკის სრულყოფა.

XS
SM
MD
LG