Accessibility links

საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის


„საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ძალიან სწრაფად გადავედით და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ, რიგი ქვეყნები ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც ვიმყოფებოდით 30 წლის წინ.

რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ ვითარება ეკონომიკურად და სოციალურად ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მძიმე“,- განაცხადა 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატისთვის, დავით ზალკალიანისთვის კითხვის დასმის დროს. კითხვა ეგრეთ წოდებულ ცირკულარულ მიგრაციას შეეხებოდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის აზრით, ევროკავშირში ლეგალურად დასაქმების პროგრამა აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, რადგან კვალიფიციური კადრები უცხოეთში რჩებიან. მან მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, რამდენად იყო მზად მთავრობა ევროკავშირთან უფრო მასშტაბური თანამშრომლობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG