Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

„მე საქართველოში არ ვიმყოფები და კენჭისყრას ვერ ვესწრები. თუმცა ამ ფარსში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ პროცესის სიმახინჯეს გაესვას ხაზი. თანაც ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი აქ თავდება. გახარია კი არა ჩიკატილო რომ დანიშნოთ პრემიერად, მოსამართლეების საკითხი მაინც ძვირი დაგიჯდებათ“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

პოსტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავიდან ბოლომდე ფასადური, პოლიტიკურად მართული პროცესია, რისი კიდევ ერთი დასტურია ის, რომ კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამთავრობო ცვლილებების პარალელურად დაინიშნა:

მთელი აგვისტო მე და ნაზი ვითხოვდით კენჭისყრის თარიღის დადგენას, რაც არ გვეღირსა. ახლა ერთი დღით ადრე გვეცნობა კენჭისყრის დღე, სწორედ ამიტომ. გახარიას დანიშვნას მიაქვს საზოგდოებრივი ყურადღება და იმედია, რომ ამიტომ მოსამართლეების საკითხს ყურადღებას ნაკლებად მიაქცევენ. ეს კარგიც არის, ანუ არსებობს ხალხის რეაქციის შიში,“- აღნიშნავს პოსტში ანა დოლიძე.

"ანა დოლიძემ არ ისურვა შვებულების შეწყვეტა და არ მოცდა დასვენებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვირიტიშვილმა.

"მე და ჩემს კოლეგებს, მოსამართლე წევრებს ვგულისხმობ, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ანა დოლიძე არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობას, რის გამოც იგი არ იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალ სტატუსს".- აღნიშნა კომენტარში დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 48 კაციანი სიიდან 20 კაცის შესარჩევი კენჭისყრა უკვე გაიმართა. მეორე ეტაპზე შერჩეულ 20 კანდიდატს კომისიის წევრები კენჭს სათითაოდ უყრიან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა 20 კაციანი სია დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG