Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე


95 წლის ასაკში გარდაიცვალა ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, იგი გარდაიცვალა სინგაპურში, სადაც ბოლო წლებში სამკურნალოდ ხშირად ჩადიოდა. პრესით გავრცელებული ცნობებით, რობერტ მუგაბეს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

რობერტ მუგაბე მიჩნეულია ზიმბაბვეს, ანუ ყოფილი როდეზიის, ბრიტანული კოლონიალური მმართველობისგან განმათავისუფლებლად და ზიმბაბვეს სახელმწიფოს დამაარსებლად.

ყოფილი პოლიტპატიმარი და მეამბოხეთა მოძრაობის ლიდერი რობერტ მუგაბე ხელისუფლებას სათავეში 1980 წელს ჩაუდგა და მალევე დიქტატურა დაამყარა. მუგაბეს რეჟიმი 2017 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG