Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომური, რომლის პარლამენტში შეშვებას „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვდა, თბილისში არ იმყოფება


მაკო გომური
მაკო გომური

პარლამენტთან მიმდინარე აქციის, „სირცხვილიას“ ორგანიზატორების ინფორმაციით, მაკო გომური ამჟამად თბილისში არ იმყოფება, თუმცა, მის სახელზე დაშვებული იყო საშვი პარლამენტში შესასვლელად.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პასუხი არ გასცა ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას: „მაკო გომური, რომელიც ქვემოთ დგას, აქვს თუ არა უფლება, იყოს ეხლა ამ დარბაზში?“

სამადაშვილი მოითხოვდა, რომ გახარიას მანამდე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხით დაეწყო. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შეკითხვას არ უპასუხა, სალომე სამადაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს მიმართა, სხდომა შეეწყვიტათ და შეერთებოდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას „სირცხვილია“.

სამართალდამცავების მიერ 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს, 19 წლის მაკო გომურმა თვალი დაკარგა.

XS
SM
MD
LG