Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ჩინეთს მოუწოდებს, დაიცვას ჰონგ-კონგის მოქალაქეთა უფლებები


ანგელა მერკელი ჩინეთში
ანგელა მერკელი ჩინეთში

ჩინეთში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა 6 სექტემბერს მოუწოდა ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომ დაიცვან ჰონგ-კონგის მოქალაქეთა უფლებები.

ანგელა მერკელის მიმართვა უკავშირდება ჰონგ-კონგში დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით მიმდინარე აქციებს, რომლის დროს კვლავ ისმის მუქარები ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ბლოკირების შესახებ.

ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის ლიდერმა, კერი ლამმა, რომელმაც ვერ მოახერხა დემონსტრანტთა ლიდერებთან შეთანხმების მიღწევა, უკან წაიღო სადავო ექსტრადიციის შესახებ კანონი, რაც მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ცნობილმა ლიდერმა ანგელა მერკელს დახმარებისთვის მიმართა ჩინეთში 6 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტის წინ.

მოელიან, რომ გერმანიის კანცლერი, პარასკევს, მოგვიანებით შეხვდება პრეზიდენტ სი ძინ პინს.

XS
SM
MD
LG