Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადა მარშანია მოუწოდებს გიორგი გახარიას კრემლთან დაიწყოს დიალოგი


„პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა“, - ამის შესახებ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ადა მარშანიას თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი კარგია, თუმცა, ქვეყანა სხვა ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის უნდა მოემზადოს.

„კარგია ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს, მათ თავისი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც წინსვლას, იმიტომ რომ დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად, რომ მოსკოვთან, ზუსტად, რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან“.

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG