Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა: ღმერთი არ ვარ და არ შემიძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხმა მისცა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც მისი კონკურენტია ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

„კარგი განწყობა მაქვს. ხმას ვაძლევ მომავალს. ღმერთი არ ვარ და არ შემიძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება, მაგრამ იმედი მაქვს, ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, - უთხრა სოხუმში ჟურნალისტებს ხაჯიმბამ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, რაულ ხაჯიმბას ხმა მისცა 24.83%-მა, ხოლო ალხას კვიცინიას - 22.91%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG