Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო უბანზე მისულ „აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატს“ პასპორტი არ აღმოაჩნდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ კანდიდატმა ალხას კვიცინიამ.

სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მისულ კვიცინიას არ აღმოაჩნდა პასპორტი, რომელიც მოგვიანებით მიუტანეს.

უბნიდან გამოსულმა ალხას კვიცინიამ თქვა, რომ „ხმა მისცა აფხაზეთის მომავალს“.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალხას კვიცინიას კონკურენტია მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ხმა მისცა 24.83%-მა, ხოლო კვიცინიას - 22.91%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG