ნიდერლანდის სახელმწიფო პროკურატურა რუსეთს სთხოვს, გადასცეს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიის ავაიხაზების კუთვნილი „ბოინგის“ საქმეში ეჭვმიტანილი ვლადიმირ ცემახი, რომელიც კიევიდან სხვა გაცვლილ ტყვეებთან ერთად 7 სექტემბერს ჩაიყვანეს მოსკოვში.
გავრცელებული ცნობით, ნედერლანდმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ საქმეზე ეჭვმიტანილის რუსეთისათვის გადაცემის გამო.
ცემახი რუსეთში ჩაყვანამდე დაიკითხა, მაგრამ საგამოძიებო ჯგუფს სურს მისი ხელმეორედ დაკითხვა.
7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს 70 დატყვევებული ადამიანი. უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთმა გაათავისუფლა 24-ვე უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დააკავეს ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში.
პრინციპით 35-35-ზე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისათვის პოლიტპატიმრების გადაცემის შესახებ. ამ სიაში აღმოჩნდა რეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც სხვებთან ერთად დაბრუნდა კიევში.
ხოლო უკრაინის მიერ გათავისუფლებულთა 35-კაციან სიაში, აღმოჩნდა პოლკოვნიკი ვლადიმირ ცემახი, რომელიც დონბასელი მეამბოხეების კონტროლქვეშ არსებული ქალაქ სნეჟნოეს საჰაერო თავდაცვის დივიზიონის მეთაური იყო იმ დროს, როდესაც ამ ქალაქის მახლობლად 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“ MH17.