Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, გაიმარჯვა აფხაზეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მას ამომრჩევლის 47,38-მა პროცენტმა დაუჭრა მხარი. ამომრჩეველთა ხმების 46,19 პროცენტი დააგროვა მისმა მოწინააღმდეგემ, „ამცახარის“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ.

„მე გამარჯვება არ მინდა ჩემთვის, გამარჯვება ხალხისთვის მინდა“, - განუცხადა ხაჯიმბამ თავის მომხრეებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. არჩევნებისთვის 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობა 83 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG