Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

რაც შეეხებათ ინვესტორებს - საქსტატის თანახმად, პირველ ადგილი $58 მლნ-ით ნიდერლანდებმა დაიკავა. სამეულში მეორე და მესამე ადგილს, შესაბამისად 36 და 28 მლნ აშშ დოლარით, თურქეთი და აშშ ინაწილებენ. მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი.

სექტორების მიხედვით $64 მლნ-ით პირველ ადგილზე ენერგეტიკაა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იგი 37%-ითაა შემცირებული. $38 მლნ-ით მეორე ადგილს დამუშავებული მრეწველობა იკავებს, მესამეზე კი სასტუმროებისა და რესტორნების სფეროა, რაშიც $28 მლნ-ის ინვესტირება განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG