Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაში ბრალდებული ბ.ი. დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ბ.ი.-მ არასრულწლოვან შვილს ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა.

„ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 12 მაისს, ბ.ი.-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. ბ.ი. ამგვარ ქმედებას, დაზარალებულის მიმართ პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისს ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG