Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა


11 სექტემბერს, დილით ადრე აფეთქება მოხდა ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან, კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სიახლოვეს. დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია არცერთი ადგილიდან არ ვრცელდება, - იუწყებიან სააგენტოები ასოშიეიტედ პრესი და ფრანს-პრესი.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქაბულში, აშშ-ის საელჩოს ახლოს აფეთქება მოხდა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ აფეთქების შედეგად არ დაშავებულან აშშ-ის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.

აფეთქება მოხდა აშშ-ზე 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის მე-18 წლისთავზე. ამ თავდასხმებს მოჰყვა ომი ავღანეთში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, ავღანეთში ომის დასრულების მიზნით თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG