Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ტრამპი როჰანის "წინაპირობების გარეშე" შეხვდება


აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის "წინაპირობების გარეშე" შეხვდეს ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის.

"პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოხარული იქნება გამართოს შეხვედრა წინაპირობების გარეშე, თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას" - თქვა ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა 10 სექტემბერს, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ დაიწყო დამატებითი ცენტრიფუგების განთავსება, გამდიდრებული ურანის მარაგის გასაზრდელად.

მნუჩინი ამ განცხადებით გამოვიდა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც მასთან ერთად ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპისა და როჰანის შეხვედრის გამართვა შესაძლებელია გაეროს 2019 წლის გენერალური ასამბლეის კულუარებში. ასამბლეა 23 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

როჰანი გამორიცხავს აშშ-სთან ორმხრივ შეხვედრას.

აშშ შარშან გამოეთიშა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ ხელშეკრულებას და ირანს სანქციები აღუდგინა.

XS
SM
MD
LG