Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია


მორგან ორტაგუსი
მორგან ორტაგუსი

აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია - ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა.

შეერთებული შტატები რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისირი ვალდებულებები. მორგან ორტაგუსი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის უკანონო, ბოროტადგანზრახულმა ქმედებამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შეარყია.

მორგან ორტაგუსმა გამოაქვეყნა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ვიდეოკომენტარი, რომელიც მან 10 სექტემბერს გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ყოფნისას.

XS
SM
MD
LG