Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ალექსეი ნავალნის ფონდის ოფისებს და თანამშრომელთა ბინებს ჩხრეკენ


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსეთში მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისების და თანამშრომლების და კოორდინატორების ბინების ჩხრეკა.

ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის, ლეონიდ ვოლკოვის ინფორმაციით, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში ჩხრეკის უფლება მისცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელს, რუსტამ გაბდულინს.

ვოლკოვმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ჩხრეკის ორდერი ვრცელდება 24 ქალაქის 80-ზე მეტ მისამართზე. „ეს ყველაფერი ჩვეული ტერორისტული აქტია, უბრალოდ, განსაკუთრებულად მსხვილი და კარგად ორგანიზებული“ - აღნიშნავს ლეონიდ ვოლკოვი. მისი შეფასებით, ოპერაციის მიზანია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ სტრუქტურის მოშლა და შტაბების მუშაობისთვის ხელისშეშლა.

ლეონიდ ვოლკოვი ჩხრეკას უკავშირებს მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნების წინ ნავალნის მიერ ინიცირებული „ჭკვიანი ხმის მიცემის“ კამპანიის წარმატებას. ამ კამპანიის ფარგლებში ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები მოსკოველებს მოუწოდებდნენ მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ მომხრეების გარდა, ხმა ნებისმიერი კანდიდატისთვის მიეცათ. 8 სექტემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მოსკოვის საქალაქო დუმაში 45 მანდატიდან თითქმის ნახევარი მიიღეს ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG