Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე: თალიბანს არნახულ დარტყმას მივაყენებთ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ თალიბანს მიაყენებს ისეთ დარტყმას, როგორიც ჯერ არ მომხდარა. ამის თაობაზე ტრამპმა განაცხადა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მე-18 წლისთავზე. ამ თავდასხმებს მოჰყვა ავღანეთის ომის დაწყება.

ტრამპი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში, პენტაგონთან 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაზე. თავდასხმებს მაშინ 3000-მდე ადამიანი შეეწირა.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკება დასრულდა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარმა მტერს მიაყენა დღემდე არნახული დარტყმა და ეს ასე გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა მოწინააღმდეგე, რომ ნუ მიიტანს შეტევას აშშ-ზე. აშშ-ის პასუხი იქნება ისეთი, რომ მათ არასოდეს უნახავთ მსგავსი. ტრამპმა იქვე განმარტა, რომ ის არ გულისხმობს ბირთვულ იარაღს.

ტრამპმა გაიმეორა, რომ მან შეწყვიტა სამშვიდობო მოლაპარაკება თალიბანთან, რადგან ქაბულში განხორციელდა ტერაქტი, რომელსაც 12 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამხედრო შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG