Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი არხი: კიბერშეტევის შედეგად, არხის სერვერებზე მნიშვნელოვანი ფაილები წაიშალა


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აცხადებს, რომ არხის სერვერზე კიბერშეტევა მოხდა.

პირველი არხის ცნობით, მაუწყებლის ქსელში გაავრცელეს ვირუსი, რამაც დაშიფრა და გაანადგურა პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

"ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა", - წერია არხის განცხადებაში.

რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომელიც მიღებისთანავე აისახება მასალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG