Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის მე-6 რაიონის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რაიონის ტერიტორიიდან გადაიტანოს საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლი


პრაღის მე-6 რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატთა საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რაიონის ტერიტორიიდან გადაიტანოს საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლი. სავარაუდოდ, ძეგლს მუზეუმში გადაიტანენ. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის მოხდება ეს. მის ადგილზე დაიდგმება ნაციზმისგან პრაღის განმათავისუფლებელთა ახალი ძეგლი.

მარშალ კონევის ძეგლი, რომელიც 1980 წელს დაიდგა პრაღა 6-ში, უკვე რამდენიმე წელია, დავის საგანია ჩეხეთის საზოგადოებაში. დემონტაჟის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ სწორედ კონევის ჯარებმა გაათავისუფლეს პრაღა 1945 წლის 9 მაისს. დემონტაჟის მომხრეები კი მიუთითებენ კონევის როლზე უნგრეთის 1956 წლის ეროვნული აჯანყების ჩახშობაში და მის მონაწილეობაზე ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარების შეყვანაში. ასევე იმაზე, რომ 1945 წლის მაისში პრაღაში საბჭოთა ჯარების მისვლისთვის, გერმანელებს უკვე ფაქტობრივად კაპიტულაცია ჰქონდათ გამოცხადებული.

უკანასკნელი წლების განმავლობაში დაუდგენელი პირები რეგულარულად ასხამენ კონევის ძეგლს საღებავს. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა მოხდა 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლის წლისთავზე.

XS
SM
MD
LG