Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პოლიციის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი ინფორმაციის გაჟონვაში დაადანაშაულეს


კანადაში დააპატიმრეს სამეფო ცხენოსანი პოლიციის სადაზვერვო განყოფილების გენერალური დირექტორი კემერონ ორტისი. მას ბრალად ინფორმაციის უსაფრთხოების კანონის დარღვევა ედება.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ოფიცერმა მიიღო და დაამუშავა კონფიდენციალური ინფორმაცია, რათა შემდეგ მესამე მხარისთვის გადაეცა ის. კემერონ ორტისი სამი დღის წინ დააპატიმრეს. მისი საქმის მორიგი მოსმენა 20 სექტემბერს გაიმართება.

როიტერსის ცნობით, ორტისს ასევე ბრალად ედება საკრედიტო ბარათის უკანონო გამოყენება.

Deutsche Welle-ს თანახმად, აგვისტოში კემერონ ორტისი კურირებდა შემოწმებას, რომლის მიზანი იყო, დაედგინა კანადის მეშვეობით 14 მილიონი დოლარის შესაძლო გათეთრება რუსეთის მოხელეების მიერ. ამ სქემის შესახებ პირველად იტყობინებოდა ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი. იგი 2009 წელს გარდაიცვალა რუსეთის წინასწარი დაკავების საპყრობილეში, სადაც 11 თვე გაატარა სასამართლოს გარეშე.

„გარწმუნებთ, ხელისუფლება ამ ინციდენტს ძალიან სერიოზულად ეკიდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG