თურქეთმა მიიღო რუსეთის S-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მეორე პარტიის ყველა კომპონენტი, იტყობინება თურქეთის მედია. მოსკოვს ჯერ არ დაუდასტურებია იარაღის მიწოდების დასრულება.
მთლიანობაში კონტრაქტით ანკარა მოსკოვისგან მიიღებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხ დივიზიონს. თურქეთის შეიარაღებაში ისინი მომავალი წლის აპრილში გამოჩნდება. რუსეთი თურქეთს დაჰპირდა, რომ იმ დროისთვის მოამზადებს მის სამხედროებს.
S-400-ების მიწოდების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. დეტალების მიწოდება აგვისტოს ბოლოს გაგრძელდა.
რუსეთის სამხედროებთან თანამშრომლობის გამო ვაშინგტონი ანკარას სანქციებით ემუქრება. ადრე აშშ-მა თურქეთს რუსეთის S-400-ების შეძენის გამო უარი უთხრა F-35 გამანადგურებლების მიწოდებაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ნატოს სულს და არ მოეპოვება იურიდიული საფუძველი.