Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან.


იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან, – ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

ვადასტურებ იმ განსახილველ საკითხებს, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებითა და მატერიალიზაციით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისგან და ბევრი იმ შესაძლებლობისგან, რომელიც ჯერ კიდევ არ ყოფილა ამოქმედებული, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობასა და სტრატეგიულ მიმართულებებს“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში წარმატებული ძალისხმევისა და რეფორმების პარტნიორად და მხარდამჭერად რჩება:

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს, ყურადღების ცენტრშია არამარტო ბრიუსელში, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა ეუთო-მ, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იყოს პლურალისტური და თანაბარი მედიაგარემო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით, განსაკუთრებით სამართლიანობის უზენაესობის კუთხით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში. გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG