Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა


ირანელი საიდ მოლაეისა და კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიეს ორთაბრძოლა ძიუდოს მსოფლიო ჩემპონატზე იაპონიაში. 2019 წ. 28 აგვისტო
ირანელი საიდ მოლაეისა და კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიეს ორთაბრძოლა ძიუდოს მსოფლიო ჩემპონატზე იაპონიაში. 2019 წ. 28 აგვისტო

ირანს ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა ისრაელის ათლეტების ბოიკოტირების გამო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 18 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ირანს ასპარეზობის უფლება შეუჩერდა საქმის საფუძვლიან განხილვამდე. ირანის ძიუდოს ფედერაციას ბრალი ედება ისრაელის ათლეტების დისკრიმინაციასა და წესების დარღვევით შეჯიბრებების შედეგების მანიპულაციაში.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონმა, საიდ მოლაეიმ დატოვა ირანის ნაკრები ბოიკოტის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

მოლაეიმ განაცხადა, რომ ირანის სპორტის მესვეურები მისგან რეგულარულად მოითხოვდნენ, არ გამოსულიყო შეჯიბრებებზე, მათ შორის, გასულ თვეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რათა არ ეასპარეზა ისრაელის სპორტსმენების წინააღმდეგ. მოლაეი ამჟამად გერმანიაში იმალება.

ირანი არ ცნობს ისრაელს და ირანის სპორტული გუნდები რამდენიმე ათწლეულია, უარს ამბობენ ისრაელის წინააღმდეგ ასპარეზობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG