სულ მცირე 50 ადამიანი იქნა მოკლული ავღანეთში ორი ინციდენტის დროს, საჰაერო თავდასხმის და მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ამის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი ამერიკელ კანონმდებლებს თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე ანგარიშს ამზადებს.
19 სექტემბრის ინციდენტები მოხდა მაშინ, როცა ავღანეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მანამდე შეწყდა მოლაპარაკება ვაშინგტონისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის.
ოფიციალური პირების თანახმად, 30 სამოქალაქო პირი მოკლეს და 40 დაჭრეს საჰაერო თავდასხმის დროს, რომელიც ავღანეთის ჯარმა განახორციელა აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით აღმოსავლეთ ავღანეთში.
მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიხოცა და 100 დაშავდა ზაბულის პროვინციაში. 19 სექტემბრის იერიშის სამიზნე იყო ქალაქ ქალათში განლაგებული დაზვერვის უწყების შტაბი და საქალაქო საავადმყოფო. პროვინციის მმართველის, რაჰმატულა იარმალის თქმით, თავდასხმის შედეგად დაჭირილია დაახლოებით ასი კაცი.
საჰარო თავდასხმის სამიზნე იყო მეამბოხეთა ბანაკი, მაგრამ შემთხვევით დაიბომბა ახლოს მდებარე ფერმა, სადაც ველზე, კედრის კაკლის შეგროვების სამუშაო მიმდინარეობდა, იტყობინება სამი სამთავრობო ოფიციალური პირი. მინანგარჰარის პროვინციის საბჭოს წევრ სოჰრუბ ყადერის თქმით, დრონით განორციელებული იერიშის დროს 30 მშრომელი მოკლეს, 40 დაშავდა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს დაადასტურა თავდასხმა მაგრამ არ დაუზუსტებია მსხვერპლის რაოდენობა. აშშ-ის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აშშ-ში კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანახმად, ზალმაი ხალილზადი დახურულ მოსმენას გამართავს 19 სექტემბერს.