Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუროგაციით დაბადებულ ბავშვებზე დაბადების მოწმობები გასცეს


შვედი წყვილი, მარია და კრისტოფერი, შვილთან ერთად
შვედი წყვილი, მარია და კრისტოფერი, შვილთან ერთად

რამდენიმეკვირიანი ლოდინისა და გაწელილი პროცესის შემდეგ, სუროგაციით დაბადებულმა ბავშვებმა დაბადების მოწმობები მიიღეს.

მოწმობა გაიცა ყველა უცხოელ წყვილზე, რომელთაც საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენას ედავებოდა.

შვედეთის მოქალაქეებმა, მარიამ და კრისტოფერმა მოწმობა 18 სექტემბერს მიიღეს. ახლა ისინი შვედეთში წარსადგენ საბოლოო დოკუმენტებს ამზადებენ, რათა სუროგაციის გზით დაბადებული 2 კვირის შვილი სამშობლოში წაიყვანონ.

"2-3 კვირა აქ ვიქნებით. შვედეთისთვის ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ ჩემი დნმ და ბავშვის დნმ ემთხვევა ერთმანეთს. ასევე, შვედეთში იქნება პროცედურები გასავლელი, სანამ აქ საელჩო ბავშვის პასპორტს მოგვცემს. და შემდეგ შევძლებთ წასვლას", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კრისტოფერ ორნჰაგენი.

უცხოელი წყვილები - აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან - რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, დაბადების მოწმობების გარეშე, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებდნენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამტკიცებდა, რომ მათ სუროგაციის პროცესში კანონით განსაზღვრული წესები დაარღვიეს. გაწელილი პროცესის გამო, ზოგიერთ მშობელს საქართველოში რამდენიმე კვირის გატარება მოუწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG