Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობას გავარკვევ


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტი აცხადებს, რომ სამართალდამცავები, რომელთა ქმედებების შედეგად, 20-21 ივნისს, თბილისში ადამიანები დაშავდნენ, დაკავებულები არიან და გამოძიება გრძელდება.

ჟურნალისტების შეკითხვას, რომ მაკო გომურმა დღესაც არ იცის, ვინ ესროლა და რატომ დაკარგა თვალი და რატომ არ არიან დაკავებული სამართალდამცავები, რომლებიც დამიზნებით ისროდნენ და თვალი ამოთხარეს გიორგი სულაშვილსაც, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება და ყველას, ვინც აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, დააკავებენ.

„მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პარლამენტი განიხილავდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურას, მას მაკო გომურმა შეკითხვებით მიმართა: „რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და ჯარი არ დაემორჩილა, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“.

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, ამ დრომდე პასუხისგებაშია მიცემული სამი სამართალდამცავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG