Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: „ასამბლეაზე ირანის შესახებ გვექნება საუბარი“


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან უთანხმოება იქნება მისი 24 სექტემბრის მიმართვის მთავარი საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელზეც აშშ იმედოვნებს მხარდამჭერების მობილიზებას თეირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ ვაშინგტონისეული სტრატეგიის გარშემო.

„ჩვენ ზუსტად ახლა ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენთ მათზე [ირანის ხელისუფლებაზე], ასეთ ზეწოლას მათზე ადრე არასოდეს ჰქონია ადგილი“, - უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში გამგზავრების წინ.

დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს იგეგმება, სავარაუდოდ, ევროპის დროით შუადღით.

გაეროს გენერალურ ასამბლეამდე აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ირანი დაადანაშაულეს საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე 14 სექტემბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში, რის შედეგადაც ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის ყოველდღიური მოპოვება.

XS
SM
MD
LG