Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლას მადურო რუსეთში ჩავიდა


მადურო და პუტინი 2018 წლის დეკემბერში
მადურო და პუტინი 2018 წლის დეკემბერში

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დღეს მოსკოვში ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, 25 სექტემბერს დანიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული პრობლემები, მაგრამ არ არის მოსალოდნელი რაიმე შეთანხმების ხელმოწერა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი ვენესუელის, ყაზახეთისა და ფილიპინების პრეზიდენტებს შეხვდება სოჩში, „ვალდაის კლუბის“ შეხვედრის კულუარებში. ამ საერთაშორისო ფორუმზე, 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე რომ გაიმართება, რუსეთის და დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები მოიყრიან თავს.

აშშ და მისი მოკავშირეები აძლიერებენ ზეწოლას ნიკოლას მადუროზე, რათა ამ უკანასკნელმა დატოვოს პოსტი, რასაც ვენესუელაში მრავალი თვის განმავლობაში მოითხოვენ ოპოზიცია და მისი მომხრეები.

პარალელურად, ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს და პეკინს, რათა შეწყვიტოს მადუროს რეჟიმის „დაუშვებელი“ მხარდაჭერა.

თავის სიტყვაში, რომელიც ტვიტერით გავრცელდა, მადურომ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ მიემგზავრება რუსეთში „მეგობარ - ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად“.

მან მადლობა გადაუხადა რუსეთს ვენესუელის „სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი ცხოვრების უფლების დაცვისთვის“ .

XS
SM
MD
LG