Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სტალინმა გაეროს შესთავაზა შტაბ-ბინის სოჭში განთავსება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსი პოლიტიკოსების აშშ-ში ჩასვლის სირთულეებზე ლაპარაკისას გაიხსენა სტალინის შეთავაზება, გაეროს შტაბ-ბინა სოჭში განთავსებულიყო. გამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ შარშან, რუსეთში ამერიკელი პოლიტიკოსების დელეგაცია ჩადიოდა, რომლის შემადგენლობაში სენატორი რონ ჯონსონიც შედიოდა, რომელიც რუსეთის მიერ სანქცირებული ამერიკელების სიაში იყო შეყვანილი. ლავროვის თქმით, ამერიკელებმა მათ ჯონსონის სიიდან ამოღება სთხოვეს, რასაც რუსეთი დათანხმდა იმ მოლოდინით რომ ამერიკაში მომდევნო ვიზიტისას დელეგაციაში ვინმე რუსსაც ჩასვამდნენ, რომელიც ამერიკის „შავ სიაში“ იქნებოდა შეყვანილი. წელს კი ამერიკას განუცხადებია, ამ სიაში შეყვანილთაგან ვინმესთვის ვიზის გაცემა კატეგორიულად შეუძლებელიაო. „ახლა უნდა დავსვათ საკითხი, რა ვუყოთ გაეროს შტაბ-ბინასო“ - უთხრა ლავროვმა „კომერსანტს“.

ვრცელ ინტერვიუში რუსეთის საგარეო სამეთა მინისტრი ასევე შეეხო ნატოს გაფართოების საკითხს და საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG