Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრი ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა


ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებთან შეხვდა. ეს დავალება მას პრემიერ-მინისტრმა მისცა მთავრობის სხდომაზე.

„პრემიერის დავალება მაქვს, რომ ვიპოვო გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები და პირველ რიგში იქნება თქვენთვის მისაღები. თქვენ ხართ „საქნახშირის“ მთავარი სიმდიდრე და აქაური მთავარი ძალა. მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, ღრმად მჯერა, რომ მენახშირეობას საქართველოში აქვს მომავალი. კი, არის მსოფილოში ტენდენციები, რომ თითქოს ნახშირის წილი იკლებს, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოში, ძალიან მნიშველოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსის ქონა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი სიტყვებით, კარგი მენეჯმენტის, სათანადო კონტროლის და ინვესტიციების პირობებში შესაძლებელია ტყიბულელი მეშახტეები ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით დასაყრდენი ძალა გახდეს. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მმართველი კომპანიისგან დამაჯერებელ პასუხებს მოისმენს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შეექმნათ მათ მუშაობის პრობლემა და იმაზეც, თუ რაში ხედავენ გამოსავალს.

„ჩემთვის მთავარია მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, როდის გაისტუმრებენ ხელფასებს და როდის დაიწყებს ნორმალურ ფუნქციონირებას ეს საწარმო, უსაფრთხო მოპოვების პირობებში“,- განაცახადა ეკონომიკის მინისტრმა, ტყიბულელ მეშახტეებთან შეხვედრისას, რის შემდეგაც კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად წავიდა.

ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით აქციები გამართეს 24 და 25 სექტემბერს. მეშახტეები ასევე ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიას, იმისა რომ შახტები არ დაიხურება და ქვანახშირის მოპოვება გაგძელდება. პროტესტის ნიშნად, შახტებში 40-მდე ადამიანი შიმშლობს.

XS
SM
MD
LG