Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ- მინისტრის დავალებით ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში დღეს ჩავა


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ -მინისტრის გიორგი გახარია 26 ივნისის სამთავრობო სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა ტყიბულში მიმდინარე აქციებს და განაცხადა, რომ მიუღებელია ის, რაც ტყიბულში ხდება.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაემგზავრება ტყიბულში. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე მიმართა ნათია თურნავას და თქვა, რომ მინისტრი ტყიბულში გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ, პრობლემის მოსაგვარებლად.

გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს დაავალა იყოს მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი იმისთვის, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.

" კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა, ნათია თურნავას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ შემდგომშიც, მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. ყოველთვის იქ, სადაც ამის საშუალება გვექნება დავუდგებით ბიზნესს გვერდში, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მეშახტეთა პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა: „ ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო-ახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ტექნიკური უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების სრულ დაცვას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით აქციები გამართეს 24 და 25 სექტემბერს. მეშახტეები ასევე ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიას, იმისა რომ შახტები არ დაიხურება და ქვანახშირის მოპოვება გაგძელდება. პროტესტის ნიშნად, შახტებში 40-მდე ადამიანი შიმშლობს.

XS
SM
MD
LG