საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის განმარტების მიხედვით, დაგეგმილი სავალუტო ინტერვენცია ემსახურება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გაძლიერებას.
ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის და ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად გაზარდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით.
ბანკის თანახმად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გაძლიერებას ემსახურება სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვაც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს.
დაწერეთ კომენტარი