Accessibility links

ვაშინგტონს სურს, ინდოეთმა სწრაფად გააუქმოს ქაშმირში დაწესებული შეზღუდვები


ელის უელსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ვაშინგტონს სურს, რომ ინდოეთმა სწრაფად გააუქმოს შეზღუდვები, რომლებიც ქაშმირში თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ არეალში დააწესა.

„იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ სწრაფ რეაქციას, შეზღუდვების გაუქმებას და დაკავებულების გათავისუფლებას“, - განაცხადა ელის უელსმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში.

26 სექტემბერს, უელსმა ასევე უთხრა რეპორტიორებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, შუამავლობა გასწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, თუ ორივე მხარე ითხოვს ამას. უელსმა იქვე თქვა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ უარყო რომელიმე გარეშე ძალის ჩარევა ქაშმირის გამო ხანგრძლივ დაპირისპირებაში.

ტრამპმა შუამავლობა ორივე მხარეს შესთავაზა, მაგრამ მისი წინადადება მხოლოდ პაკისტანის მხარემ მიიღო. გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გამართული შეხვედრების დროს, ტრამპმა ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებს მიმართა, მეგობრებო, იმუშავეთ ამ საკითხზე, გაარკვიეთ ეს საკითხიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG