Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი აბესაძემ სააკაშვილის განცხადებას ბოკერიაზე პოპულისტური და გაუგებარი უწოდა


ირაკლი აბესაძე
ირაკლი აბესაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე. მისი შეფასებით, ასეთი თავდასხმები აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ ივანიშვილი:

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ივანიშვილთან ბრძოლისას პროდასავლური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთი ფორმით თავს არ დაესხან. უნდა იყოს პოლემიკა და დებატი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთის გაკრიტიკება ლეგიტიმურად მიგვაჩნია. მაგრამ ისეთი, რბილად რომ ვთქვა, პოპულისტური და გაუგებარი შინაარსის პიროვნული თავდასხმა, როგორიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, გაუგებარია და რა თქმა უნდა, აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ ივანიშვილი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, რომ არსებობს „ფუნდამენტური განსხვავებები“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამებრძოლს სააკაშვილმა უწოდა "ანტიქრისტიანი", რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

XS
SM
MD
LG