Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამხედრო-მრეწველობითი მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“


„მთავარი იდეა, რაზეც დავაფუძნეთ ბიუჯეტის დაგეგმარება, არის ჯარისკაცებზე ზრუნვა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ბიუჯეტში გვქონდა ჩადებული 26 მილიონი და გავზარდეთ 100 მილიონამდე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაეზრდებათ, წოდებისა და რანგის მიხედვით. მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესებაზე: „გვინდა, რომ 2020 წელს მაქსიმალურად გავზარდოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ სამხედრო ბაზების, ყაზარმების, ტუალეტების, საშხაპეებისა და სასადილოების განახლება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი მისი მინისტრობის პერიოდში.

„ადგილობრივი წარმოების დაწყება, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ სხვა ფორმატში. ასევე, გვექნება მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც წარმოგიდგენთ, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ განათლების მიმართულებით და, ასევე, კიბერუსაფრთხოებაში გვექნება ზრდა. გვინდა, დავამუშაოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარი ფრონტ-ოფისის გამოტანას, სამინისტროს ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს ძალიან საწყისი იდეაა, ამაზე გვექნება კონსულტაციები თქვენთან და მთავრობის ფორმატში. ეს ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას და წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მინისტრობის და, ზოგადად, ჩვენი მთავრობის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გასულ წელს ბიუჯეტი იყო 820 მილიონი, 2020 წელს კი 845 მილიონი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG