Accessibility links

წყალტუბოში დაღუპული 18 წლის მამაკაცის დედამ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე


სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით მიმდინარეობს გამოძიება წყალტუბოში დაღუპული 1965 წელს დაბადებული ქალის საქმეზე, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქალი 29 სექტემბერს დაღუპული 18 წლის მამაკაცის დედაა, რომლის შვილის ცხედარი მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს. 30 სექტემბერს კი, სავარაუდოდ, დედამ თავი მოიკლა.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან რამდენიმე დღის წინ 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაიღუპა თბილისშიც. 23 სექტემბერს გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის საქმეზე 6 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG