Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი


თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა ყოფილი ცოლის მკვლელობის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურა კლინიკის ექიმმა, ზურაბ საჩიშვილმა.

მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში. მას სახის არეში ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, თავადვე მიიყენა.

მკვლელობა 2019 წლის 23 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. როგორც ადგილობრივები მედიასთან საუბარში ამბობდნენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

48 წლის ქალი წლების განმავლობაში დუბაიში იმყოფებოდა და თელავში 23 სექტემბრამდე, მკვლელობამდე რადენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოჯახურ დანაშაულს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

XS
SM
MD
LG