Accessibility links

site logo site logo

ჩინეთის სახელმწიფოს შექმნის დღეს ჰონგ-კონგში დემონსტრანტს მკერდში ტყვია მოხვდა საპროტესტო გამოსვლის დროს


1 ოქტომბერს ჩინეთი კომუნისტური სახელმწიფოს შექმნის 70-ე წლისთავს აღნიშნავს მაშინ, როცა მის ნახევრად დამოუკიდებელ ქალაქ ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მასობრივი გამოსვლის ერთ-ერთ მონაწილეს ტყვია მოხვდა მკერდის არეში. პოლიცია, რომელმაც მომხდარი დაადასტურა, ამტკიცებს, რომ პოლიციელმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.

ექიმების თანახმად, შეტაკებაში დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ერთი, კრიტიკულ მდგომარებაში მყოფი, სავარაუდოდ, ისაა, რომელიც დაიჭრა.

პოლიცია თავიდან, როგორც თვითონვე აცხადებს, ჰაერში ისროდა, რათა ხალხის მასა დაეშალა. სამშაბათის შეტაკება ჰონგ-კონგში, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი იყო ბოლო თვეებში. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. დემონსტრანტებმა პოლიციელებს დაუშინეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, თვითაალებადი ბოთლები.

ჩინეთის ნახევრად ავტონომიურ ოლქში, ჰონგ-კონგში, გამოსვლები დაიწყო ოთხი თვის წინ, მოწოდებით, გაეუქმებინათ კანონპროექტი, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილების ჩინეთისთვის მარტივად გადაცემას დააკანონებდა. შემდგომში გამოსვლები გაფართოვდა და მოთხოვნები გაიზარდა, რასაც მოჰყვა ჩინეთის მუქარა, რომ გულხელდაკრეფილი არ იქნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG