Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გია ყანჩელი


გია ყანჩელი
გია ყანჩელი

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელმაც სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. იგი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG