ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, ტაქსების რეფორმა და სხვა ნაბიჯები შესაძლოა არ იყოს პოპულარული გადაწყვეტილება და გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა „სხვანაირად საქმე არ კეთდება“.
„რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე ველობილიკი რომ გაკეთდა, არავინ სარგებლობს და მანქანებს ვერ აყენებენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება. პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.