Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას


„ნუ იბრალებთ ისეთ თანამდებობებს, რომლის აზრზეც არა ხართ, - მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს, „ლელოს“ მორიგი 12 წევრის პრეზენტაციაზე, სადაც შესავალ სიტყვაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა.

„ბიძინა ივანიშვილთან და ამ ოცნებასთან ასოცირება, რომელსაც მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს, იმედი მქონდა რომ წინ წავიდოდით. [ამის ნაცვლად]მან არა მარტო ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას ხელის მუხრუჭიც ამოწია, ჩვენ უკან მივდივართ ყველა პარამეტრით“,- განაცხდა მამუკა ხაზარაძემ.

მისი სიტყვებით ის მზადაა ამ თემაზე ნემისმიერთად აწარმოოს დებატები .

„[მზად ვარ] იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის თქმითაც ქვეყანა გახდა მაჩანჩალა იმ კაცის ხელში რომელიც „იკვეხნის, რომ ყველაზე მაგარი მენეჯერია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG