NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერმა და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა ბათუმის ნავსადგურში სანაპირო დაცვის კატარღები მოინახულეს. როუზ გოტმიოლერმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა:
“ჩვენ დღეს ვნახეთ სანაპორო დაცვის პროგრესი. ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე საბორდაჟო ჯგუფს, რომელმაც ტრენინგი გაიარეს NATO-სთან. ხაზი გავუსვით, რომ სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებასა და უშიშროებად რეგიონში. ძალიან მოხარული ვარ ბათუმში ჩემი ყოფნით. სასიამოვნო ამინდითაც, რომელიც აქ დამხვდა, ბრუსელის წვიმიანი დღეების შემდეგ", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა კატარღების დათვალიერების შემდეგ.
საქართველოს შსს სანაპირო დაცვის კუთვნილი კატარღები "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" აშშ-მა საჩუქრად გადასცა საქართველოს 2016 წელს. სწორედ ამ ხომალდებით მონაწილეობენ სანაპირო დაცვის თანამშრომლები წვრთნებში და პატრულირებენ შავი ზღვის აკვატორიაში.
ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაცია საქართველოდი 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. დელეგაციაში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან.