Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ყანჩელის სახელს თბილისის საკრებულო ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიანიჭებს


თბილისის საკრებულო გეგმავს, კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელი რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს მიანიჭოს, განცხადებას ამის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ, მთელს საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა“, - ნათქვამია საკრებულოს განცახდებაში.

თბილისის საკრებულო უსამძიმრებს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 5 ოქტომბერს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG