Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: "შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ"


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა შეწყალების სიის შესახებ საუბარზე. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას შეწყალების საკითხზე. სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

„დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვა შეწყალებულთა სია - მათი სახელები ვერ მივიღეთ, თუმცა გვიპასუხეს წერილზე, რომლითაც ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა.

რადიო თავისუფლებამ ეს მუხლები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გადაამოწმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG