Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჭაუჭიძე გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი


გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი, გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი მფლობელი. გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, გამოვლინდა განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გამართულ კონკურსში.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი მონაწილეობდა. მათგან 5 ფინალისტი განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დღეიდან, 5 სექტემბრიდან იწყებს კამპანიას - გახდი ჯილდოს მხარდამჭერი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღონ ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში .

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და ის ნაწილია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისა „The Global Teacher Prize“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG