Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოსოვოს ოპოზიცია კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება


"თვითგამორკვევის პარტია“ გამარჯვებას ზეიმობს
"თვითგამორკვევის პარტია“ გამარჯვებას ზეიმობს

კოსოვოს ოპოზიციური თვითგამორკვევის (Vetevendosje) პარტიის ლიდერი ალბინ კურტი აცხადებს, რომ იმოქმედებს ძალიან სწრაფად, რათა ჩამოაყალიბოს კოალიციური ხელისუფლება კოსოვოს დემოკრატიული ლიგასთან (LDK) ერთად.

„თქვენმა არჩევანმა ოპოზიციას დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა. ცვლილება მოხდა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ ცვლილებას „თვითგამორკვევამ“ უხელმძღვანელოს“, - დაწერა ფეისბუკში ალბინ კურტიმ, თავის დროზე კოსოვოს სტუდენტური მოძრაობის თავკაცმა, რომლის „თვითგამორკვევის პარტია“ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე გადის ხმათა 25,7%-ით.

ამ დროისათვის კოსოვოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 97% დაამუშავა. 25%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული კოსოვოს დემოკრატიული ლიგა (LDK). ათი წლის განმავლობაში კოსოვოს მმართველი, დემოკრატიული პარტია მხოლოდ მესამე ადგილზეა - 21,1%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG