Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელფასი გაუზარდა საკუთარ თავს, ასევე შოიგუს და მედვედევს


პუტინი და შოიგუ ტაიგაში
პუტინი და შოიგუ ტაიგაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც შრომის ანაზღაურება გაუზარდა საკუთარ თავს, ასევე პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, 1 ოქტომბრიდან ისინი 4,3%-ით მეტ ხელფასს მიიღებენ.

შესაბამისი განკარგულებით, ამავე ოდენობით ეზრდებათ ხელფასები შინაგან საქმეთა მინისტრს, საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელს, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ეროვნული გვარდიის მეთაურს და სხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დარგში პრეზიდენტის რწმუნებულს.

2018 წელს პუტინმა 4%-ით ერთხელ გაუზარდა ანაზღაურება საკუთარ თავს და მედვედევს

7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეა. წინა დღით პუტინი ციმბირში გაემგზავრა დასასვენებლად. რუსეთის ლიდერს ტაიგაში თან ახლდა თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG