Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სექსუალურ შევიწროებაზე: არ უნდა მოვითმინოთ!


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეს.

“#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიერ თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება. არ უნდა მოვითმინოთ!”, – წერს საქართველოს სალომე ზურაშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნობას ითხოვს. როგორც თამთა თოდაძე ამბობს, მას დანაშაულის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება აქვს. საკრებულოს წევრის ყოფილი თანამშრომლის კიდევ ერთი მოთხოვნა მტკიცებულებების საფუძველზე განაჩენის გამოტანაა.

შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (რაც გულისხმობს ძალადობას);
  • 138-ე მუხლი (რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას);
  • 187-ე მუხლი (რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG