Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდნენ ნობელის პრემიის 2019 წლის ლაურეატები ფიზიკაში


სამშაბათს სტოკჰოლმში დასახელდნენ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის 2019 წლის ლაურეატები. პრესტიჟული პრემიის მფლობელები გახდნენ სწავლული-ასტროფიზიკოსები „რევოლუციური აღმოჩენისათვის“ ასტრონომიაში. ასე შეფასდა მათი ღვაწლი სამყაროს ევოლუციისა და მასში დედამიწის ადგილის შესწავლის საქმეში.

წელს პრემიის ნახევარი გადაეცემა კანადელ მეცნიერ ჯეიმს პილბს, „ფიზიკურ კოსმოლოგიაში თეორიული აღმოჩენისთვის“, მეორე ნახევარს კი გაიყოფს ორი მეცნიერი - შვეიცარიელი მიშელ მაიორი და დიდიე კელო, მზის ტიპის ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი ეგზოპლანეტის აღმოჩენისთვის.

შვეიცარიელმა ასტროფიზიკოსებმა 1995 წელს ისტორიაში პირველად აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა - მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტა, რომელიც ერთ-ერთი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს ისეთივე თანამიმდევრობით, რაც მზისთვისაა დამახასიათებელი.

ნობელის პრემიისათვის განკუთვნილი თანხა წელს შეადგენს 9 მილიონ შვედურ კრონს (900 ათას დოლარზე მეტს).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG